მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა “რისკებს” ხედავს “ქართული ოცნება” ევროკავშირში ინტეგრაციით?

დასავლეთიდან გზავნილები ცალსახა და მკაფიოა. მმართველი უმრავლესობის განცხადებებში თანმიმდევრულობა სულ უფრო იკლებს. 2030 წელს ევროკავშირში ღირსებით შესვლის დაპირების ავტორი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც საპარლამენტო ქვეყანაში მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენილმა ქართული ოცნების გუნდმა სპიკერის თანამდებობისთვის შეარჩია ევროკავშირში სწრაფად გაერთიანების პირობებში ღვინის სექტორის ჩამონგრევას და FTA-ის გაუქმებას ელოდება, შესაბამისად შალვა პაპუაშვილისთვის სარისკოა ევროკავშირის წევრობა ამ დროისთვის. პრემიერს ამ თემაზე დამაზუსტებელი კითხვების პასუხისას დღეს კონკრეტიკა გაუჭირდა და მედიასთან აქცენტი ევროკავშირში სიტყვა სიტყვით ხვალ მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე გააკეთა. ხვალ ან ზეგ საქართველოს ევროკავშირში წევრობის შანსი რომ არ აქვს, ამაზე ევროპული ქვეყნების ლიდერებისგან ბევრჯერ და ბევრნაირი ფორმით მოვისმინეთ და წავიკითხეთ პოზიციები, არგუმენტებიც დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან რატომ და როგორ გადაუხვია ქვეყანამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები