მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რისკებს შეიცავს ე.წ ოფშორების კანონი?

ISET-ის კვლევითი ცენტრის შეფასებით, ე.წ ოფშორების კანონი საქართველოს საგადასახადო ხვრელად ქცევის რისკებს წარმოშობს. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სამართლებრივ შეფასებაშია ნათქვამი, ოფშორული ზონებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის საგადასახადო შეღავათი ქმნის რისკებს, რომ ქვეყანაში საეჭვო წარმომავლობის კაპიტალი შემოვიდეს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მსგავსი ცვლილებები საკანონმდებლო ბაზაში ქმნის მარეგულირებელ გაურკვევლობას ქვეყანაში, რამაც შეიძლება, თავის მხრივ, შეაჩეროს ლეგიტიმური ინვესტორები, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ სტაბილურ და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს. ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ ოფშორების საგადასახადო შეღავათმა შეიძლება დაარღვიოს ისეთი ორგანიზაციების სტანდარტები, როგორიცაა მაგალითად OECD-ი.

სტუმარი: გიორგი პაპავა - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები