საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის, ევროპის საბჭოს და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით ახალ კამპანიას იწყებს. პროცესი საქართველოში მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ერთ-ერთი საშუალების შესახებ საჯარო უწყებების, ბიზნეს ორგანიზაციების და ზოგადად, საზოგადოების მედიაციის სიკეთეების შესახებ ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს. კამპანიის მიზანი მედიაციის პოპულარიზაცია და მისი გამოყენების ზრდაა ქვეყანაში, როგორც კერძო პირების, ისე ბიზნესების მიერ.
სტუმრები: თამარ იმნაიშვილი - საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი; ირაკლი გელოვანი - USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR მრჩეველი.