მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა როლი აქვს მიხეილ დუნდუას ფინანსთა სამინისტროში - დუნდუას პასუხი

5cb96b87467f4
ლევან თაღიაშვილი
19.04.19 12:32
1158
„რა როლი უნდა მქონდეს, მინისტრის მოადგილე ვარ“- ასე პასუხობს მიხეილ დუნდუა BM.GE-ს კითხვას, მისი როლის შესახებ ფინანსთა სამინისტროში. მისივე განმარტებით, მოსაზრება, რომ ის ფინანსთა მინისტრად ინიშნება უსაფუძვლოა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დუნდუა „შემოსავლების სამსახურის“ უფროსად დაინიშნა თუმცა ამ თანამდებობაზე მხოლოდ 1 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მეტიც, მის შესახებ ვრცელი ინფორმაცია „შემოსავლების სამსახურის“ ვებ-გვერდზეც არ იყო განთავსებული. 1 თვის შემდეგ ის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა მედიასთან აქტიურობით დღემდე არ გამოირჩევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები