მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა როლი აქვს მთავრობას და სებ-ს ლარის გაუფასურებაში და რა უნდა გააკეთონ? - ფინანსისტის რჩევა

5ce41d80d4799
ლიკა გურაბანიძე
22.05.19 20:30
996
“ე.წ. საბანკო რეგულაციების ეფექტს რომ ვხედავდე, დღეს ლარის ის კურსი არ იქნებოდა, რაც არის“, - ამის შესახებ „საქმის კურსში“ საუბრისას ფინანსისტმა ირაკლი ერაძემ განაცხადა.

წამყვანის კითხვა სახელმწიფოს მიერ დედოლარიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს ეხებოდა.

„საბანკო რეგულაციები რომ არ მოქმედებს, ფაქტი სახეზე გვაქვს, ამას რაიმე ღრმა ფინანსური ანალიზი არ სჭირდება. მთავრობამ რაც შეიძლება რომ ეროვნულ ბანკთან ერთად აკეთოს, არის ის, რომ მან მოსახლეობამდე მაქსიმალურად მიიტანოს, რომ თუ ხელფასი გაქვს ლარში, სესხი დოლარში არ უნდა აიღო,“ - განაცხადა ერაძემ.

ფინანსისტს მიაჩნია, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობის ან ეროვნული ბანკის დადანაშაულება სწორი არაა.

„პროფესიონალები გამიგებენ, რომ მთავრობას და ეროვნულ ბანკს ლარის კურსზე დადებითად ან უარყოფითად მოქმედება ნაკლებად შეუძლია, ამას ბაზარი და მოთხოვნა-მიწოდება არეგულირებს“, - აღნიშნა ირაკლი ერაძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები