მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა როლი აქვს სოციალურ მედიას ტურიზმის პოპულარიზაციაში?

BM.GE
01.02.22 15:24
355
წარმომადგენლობითი ოფისების გახსნა მიზნობრივ ქვეყნებში, საერთაშორისო გამოფენების ფარგლებში სტენდის მშენებლობა, ქართული ღვინის შესყიდვა, ვიდეორგოლის დამზადება და ფოტო გადაღება - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის პოპულარიზაციაში 12 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს. 

კითხვაზე - რატომ გადაწყდა 2022 წლის ტურისტული მარკეტიგული აქტივობების გამარტივებული წესით შესყიდვა, ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა გვპასუხობს, რომ გამარტივებული შესყიდვა არის სწრაფი გზა და ის გარკვეულწილად ადეკვატური ხარისხის მიღების შესაძლებლობას იძლევა, ხოლო ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული სუბიეტები აცხადებენ, რომ 12 მილიონი ლარის მარკეტინგული აქტივობებიდან, რომელსაც 2022 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გეგმავს, გამარტივებული წესით შესყიდვა ყველა პროდუქტის შემთხვევაში საჭირო არ არის. ამავე თანხაშია გათვალისწინებული ასევე სოციალური მედია პლატფორმების დახმარებით ქვეყნის პოპულარიზაცია და ამ პროცესში ე.წ. ინფლუენსერების ჩართვა, რომელიც, როგორც რიცხვები და კვლევები ცხადყოფს, გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე ტრადიციული მედია საშუალებების გამოყენებით ქვეყნის პოპულარიზაცია. რა როლი აქვს სოციალურ მედიას, იქნება ეს ინსტაგრამი, ტიკ-ტოკი თუ ფეისბუკი, ტურიზმის წახალისების მიმართულებით?

სტუმარი: ქეთა გოლეთიანი - პლატფორმა Spend 4 Seasons in Georgia, თანადამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები