ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ, ცოფის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით ძაღლების გაყვანის მოქმედი რეგულაციები შეიცვალა. ცვლილებების მიხედვით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ვეტერინარულ სერტიფიკატთან ერთად, სავალდებულოა, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ შემუშავებული სპეციალური სასერტიფიკატო ფორმის შევსება.
აღნიშნული სერტიფიკატის ფორმას ავსებს სახელმწიფო ვეტერინარი, რაც დამოწმებული უნდა იყოს ხელმოწერითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ბეჭდით. რა ახალი წესები მოქმედებს აშშ-ში და ევროპაში ძაღლების გაყვანასთან დაკავშირებით?
სტუმარი: მარიამ ჩხიკვიშვილი - „საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის“ პრეზიდენტი