მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სადაზღვევო რისკები არსებობს მსოფლიოში დღეს? - "გრეკოს’’ CEO

6368d57f8e932
თინათინ ნატმელაძე
08.11.22 10:15
777
ავსტრიული სადაზღვევო საბროკერო ჯგუფი "გრეკოს" აღმასრულებელი დირექტორი ჯორჯ ვინტერი "საქმიანი დილის" ეთერში სადაზღვეო რისკების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ დღევანდელ რეალობაში ძალიან ბევრი ხელშესახები და სისტემური რისკი არსებობს, რომლებსაც კომპანიებისთვის ნეგატიური შედეგები მოაქვთ.

ჯორჯ ვინტერის ცნობით, მათი გუნდის, როგორც ბროკერების, მიზანია, რომ ეს რისკები გაანალიზონ და ამ ყველაფრის მოგვარებაზე იმუშაონ.

"დღეს სადაზღვეო სფეროსთვის ხელშესახებ რისკებთან ერთად, როგორიცაა აფეთქება, ხანძარი და კაპიტალის უშუალოდ დაზიანება, არსებობს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, კიბერრისკები, რომლებსაც ფიზიკურად ვერ ვხედავთ, მაგრამ შესაძლოა კომპანიაზე ძალიან ნეგატიური გავლენა იქონიონ. ასევე იზრდება სისტემური რისკებიც, მაგალითად, პანდემია და ომი, რომელმაც პოლიტიკური ცვლილელები გამოიწვია და შესაბამისად, ძალიან ბევრი პრობლემაც წარმოქმნა. მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური და გარემოსდაცვითი საკითხებიც; ევროპაში კომპანიები პროდუქტებს ცვლიან, რომ გარემოსდაცვის მიმართულებით უფრო მეტად მდგრადები გახდნენ.

აღნიშნული რისკების გათვალისწინებით, ჩვენი, როგორც ბროკერების მიზანია, რომ ეს ყველაფერი შევაფასოთ, გავაანალიზოთ და მისი გადაჭრის გზებზე ვიმუშაოთ", - აცხადებს ჯორჯ ვინტერი "საქმიანი დილის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ავსტრიულმა ჯგუფმა GrECo-მ უცხოური ინვესტიციით შექმნილი "მაი ჯორჯია" შეიძინა, რომელიც ევროპის ერთ-ერთი წამყვან სადაზღვევო საბროკერო ჯგუფს - MAI Central and Easter Europe-ს წარმოადგენს. შესაბამისად, "მაი ჯორჯია" ნოემბრიდან ახალი სახელით განაგრძობს მოღვაწეობას.