მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საექსპორტო პოტენციალი აქვს ქართულ კოსმეტიკურ საშუალებებს?

BM.GE
28.07.22 14:25
228
2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველოდან მსოფლიოში 7 მლნ 378 ათასი დოლარის ღირებულების კოსმეტიკური საშუალებების ექსპორტი განხორციელდა, რაც 2021 წლის 6 თვესთან შედარებით 2 მლნ-ით მეტია. აქედან ევროკავშირში გატანილი ნაწარმის რაოდენობა 4 მლნ-ს სცდება. 

საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში სულ 20,48 ტონა კოსმეტიკური საშუალებები გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს ღირებულებითი მაჩვენებელი 69.94%-ით, მოცულობითი მაჩვენებელით კი 14.54%-ით აღემატება. (2 456 220 დოლარის 17,88 ტონა). 

საქსტატის მონაცემებით, აქედან წმინდა ექსპორტის მაჩვენებელი მხოლოდ ევროკავშირში 518 ათასი დოლარი იყო, 2021-წელს კი 149 ათასის. 

რაც შეეხება მსოფლიოს, თუკი 2021 წლის პირველ ნახევარში ექსპორტის მაჩვენებელი თანხობრივად 1 მლნ 261 ათასი იყო, წლის იგივე მონაკვეთში ეს თანხა უკვე 2 მლნ აჭარბებს. 

იმპორტსაც თუ შევხედავთ, საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან კოსმეტიკური საშუალებების უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა პოლონეთია. პოლონეთზე ევროკავშირიდან იმპორტირებული კოსმეტიკური საშუალებების 34%-ი მოდის.მთლიანობაში 2022 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 14 419 590 დოლარის 504 ტონა კოსმეტიკის საშუალებები შემოვიდა, რაც მცირედ ჩამორჩება 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მოცულობით მაჩვენებელს. 

რა პოტენციალი აქვს ადგილობრივი წარმოების კოსმეტიკურ საშუალებებს ევროკავშრის ბაზარზე?

სტუმარი: თათუკა ლომაძე - "პიელ ნატურალსის" დამფუძნებელი;




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები