ყველა ის საშუალება, რომელსაც სპეცრაზმი დემონსტრანტების დასაშლელად იყენებს, რეალურად, საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველია. ჩვენ ამ დრომდე არ ვიცით, რა ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს ცრემლსადენი გაზი, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებენ. რეალურად, რა შედეგები შეიძლება მოუტანოს ამ რაოდენობის მხუთავი აირის ჩასუნთქვამ ადამიანების ჯანმრთელობას და რა რისკზე მიდის შინაგან საქმეთა სამინისტრო?