ქვეყანაში ჩატარებული არჩევნებისა და დასავლური სახელმწიფოების მხრიდან პოტენციურ გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიების მოთხოვნის ფონზე, არ წყდება საუბარი იმ რისკებზე, რომლებიც შესაძლოა თან ახლდეს არჩევნების შედეგების საერთაშორისოდ არაღიარებას და მთავრობის არალეგიტიმურად გამოცხადებას. ერთ-ერთი მთავარი რისკი, რომელზეც ყველა საუბრობს, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და იზოლაციაში მოხვედრას უკავშირდება. ასევე, არ გამოირიცხება ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების პერსპექტივაც, რასაც განსაკუთრებით ცუდი გავლენა განათლების სექტორსა და ქართველ სტუდენტებზე ექნება, რომლებიც ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ.
სტუმარი: გიორგი აგირბაია - ProActive Group Georgia-ს დამფუძნებელი;