მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საფრთხეს უქმნის ქვეყანას „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტები? - კახა გოგოლაშვილი

63ff7dbcc3ec2
ალა ისპირიანი
01.03.23 20:37
1052
რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი განმარტავს, რა საფრთხეებს ქმნის ქვეყნისთვის „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტები. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა, საფრთხის ქვეშ დადგება, კანდიდატის სტატუსის მიღება და ევროკავშირის მხრიდან დიდი ოდენობით გრანტების შეწყვეტის საკითხი.

„ამის ინიცირება რახან მოხდა და უმრავლესობამ ეს კანონი თითქოს დაუშვა. ბიურომ გადაწყვეტილება მიიღო და გაუშვა კომიტეტებში განსახილველად. ეს უკვე ჩვენთვის დამაზიანებელია და ხელისუფლებას საკუთარი თავის რეაბილიტაცია ძალიან გაუჭირდება, ევროპული ინსტიტუტების წინაშე.

მაგრამ ამის გარდა თუ ეს კანონი მიღებული იქნა მაშინ საფრთხის ქვეშ დგება არა მხოლოდ ის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ არამედ ძალიან დიდი რაოდენობა გრანტებისა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს აძლევს, როგორც სახელმწიფოს. აქ საუბარი იმაზე არ არის რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუწყდებათ გრანდები - ეს ძალიან მცირე ნაწილია. მაგრამ გრანტების ის ნაწილი, რაც სტრუქტურულ რეფორმებს ხმარდება, რაც ძალიან დიდი ნაწილია და დაფინანსების დიდი ნაწილი შეჩერდება“, - განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ "ხალხის ძალის“ წევრები „ქართული ოცნების“ ფრაქციის ლიდერებთან კონსულტაციების შედეგად შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტებზე საკომიტეტო და პლენარული განხილვები და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ ორივე პროექტს, რის შემდეგაც ორივე დოკუმენტი გაეგზავნება ვენეციის კომისიას. აღნიშნულის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვენეციის კომისიისგან დასკვნის დაჩქარებული წესით წარმოდგენას მოითხოვენ, რათა კანონპროექტი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის განმავლობაში მიიღონ. ინფორმაციისთვის, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" - ასე ეწოდება რიგით მეორე კანონის პროექტს, რომელიც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.

პარლამენტში ასევე ინიცირებულია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი. ამ სახის კანონის მიღების ნეგატიურ გავლენებზე ღიად საუბრობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, გაერო, ევროკავშირი,ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები