მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საგადასახადო დანახარჯს ელოდებიან ბანკები მოგების გადასახადის ზრდით?

63b3e0554da6a
გიორგი არონია
03.01.23 15:22
785
სტატიაში საუბარია:
საქართველოს უმსხვილესი ბანკები - თიბისი და საქართველოს ბანკი, რომელთა აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე არის განთავსებული, საქართველოს მთავრობის მიერ ბანკებისთვის საგადასახადო პოლიტიკის დაანონსებულ ცვლილებას აფასებენ. საქართველოს ბანკის და თიბისის განცხადებით, საგადასახადო რეჟიმის ცვლილება მყისიერად აისახება ბანკების საბალანსო უწყისებზე.

აღსანიშნავია, რომ ბანკები საგადასახადო წნეხის გაზრდის მაჩვენებელსაც ასახელებენ: გასული წლის სექტემბრის საბალანსო უწყისის მიხედვით, საქართველოს ბანკი 80-90 მილიონი ლარის, ხოლო თიბისი - 100-110 მილიონი ლარის ერთჯერად გადავადებულ საგადასახადო დანახარჯს ელოდება. ამასთანავე, ბანკების შეფასებით, მათი ეფექტური საგადასახადო მაჩვენებელი 14-16%-ის შუალედში განისაზღვრება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „ესტონური მოდელი“, რომელიც კომპანიის მიერ მიღებული მოგების რეინვესტირების შემთხვევაში კომპანიას მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, ბანკებზე აღარ გავრცელდება. ამის სანაცვლოდ, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად, 20% იქნება.

2022 წლის 10 თვეში ქართულმა ბანკებმა მოგების გადასახადის სახით 279 მილიონი ლარი გადაიხადეს. წინა წელთან შედარებით ეს თანხა 70 მილიონი ლარით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები