მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა საინვესტიციო პროექტებს სთავაზობს ხელისუფლება ბიზნესს?

5a958023257d5
სალომე მეცხვარიშვილი
28.02.18 10:00
1345
სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის (PPP) კანონი ჯერ შემუშავებული არ არის, თუმცა, სახელმწიფოს გარკვეული შეთავაზებები ბიზნესთან ახლაც აქვს. BM.GE დაინტერესდა, რა საინვესტიციო პროექტებს სთავაზობს სახელმწიფო ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესს. მით უმეტეს, რაც გასული წლიდან გაუქმდა სპეციალური უწყება Invest in Georgia, რომელიც სწორედ ინვესტორების მოზიდვით იყო დაკავებული. ამ ეტაპზე უწყება სახელმწიფო სსიპ-თან "აწარმოე საქართველოსთან" ერთად აგრძელებს მუშაობას. სპეციალური დეპარტამენტი რამდენიმე მიმართულებაზე მუშაობს, როგორიცაა წარმოება, ბიზნეს სერვისების აუთსორსი, უძრავი ქონება, ასევე, სამინისტროების გაერთიანების შემდეგ „აწარმოე საქართველოში“ დეპარტამენტს ემატება წიაღისეულისა და ენერგეტიკის მიმართულება.

"გამოვყოფდი რამდენიმე კურორტს, მათ შორის არის წყალტუბო, რომლის ადგილმდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ქუთაისის აეროპორტთან ახლოს მდებარეობს. მას აქვს ის უპირატესობა, რომ არის თერმული წყლები და გვაქვს რამდენიმე საინტერესო ობიექტი, სადაც შეგვიძლია ახალი პროექტების განხორციელება სასტუმროების მიმართულებით. ასევე არის ახტალა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თავისი სამკურნალო თვისებებით, რომელიც უკვე მზად გვაქვს შესათავაზებლად და გოდერძი. დამატებით ვმუშაობთ სხვა მიმართულებებზეც. ვამუშავებთ ახალ გეგმას, რომლის შემდეგაც გვექნება ახალი შეთავაზებები“,- აცხადებს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მოზიდვის დეპარტამენტის უფროსი ლიზა თავდუმაძე.

მისი თქმით, დეპარტამენტს აქვს სამიზნე ქვეყნები, წამყვანი კომპანიები, რომლებსაც მათი ინტერესბიდან გამომდინარე ესაუბრებიან. ლიზა თავდუმაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნებთან.

სპეციალური შეთავაზებები აქვს ბიზნესთან თბილისის მერიასაც. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი დედაქალაქის მთავრობა კონკრეტულ პროექტებს კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში შესთავაზებს ბიზნესს თუ მხოლოდ კერძო სექტორს გადასცემს პროექტებს.

"იგეგმება რადიოქალაქის პროექტის კვლევა, რის შემდეგაც გადაწყდება საუკეთესო მოდელი რომელია - PPP თუ ბიზნესისთვის ამ პროექტის სრულად გადაცემა. ასევე, გვაქვს ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკირებასთან დაკავშირებით პროექტი, რომელზეც ინტერესთა გამოხატვა უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ეკონომიკური სამსახური ასევე მუშაობს სინათლის ქალაქის პროექტზე, ამ ეტაპზე დგინდება ქუჩების განათების სტანდარტი, რის შემდეგაც მივიღებთ უკეთესად განათებულ ქუჩებს",- აცხადებს თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენელი ვიქტორ წილოსანი.

აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალში არ მოხვდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარება, მიუხედავად იმისა, რომ კონცეფციის შექმნაში ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის დროს 207 ათასი დოლარი დაიხარჯა. დღეს მერიაში ამბობენ, რომ პროექტში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს, ამიტომ ამ ეტაპისთვის მისი შეთავაზება ინვესტორებისთვის არ ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები