მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საპროცენტო სარგებელი მიიღო საპენსიო სააგენტომ ₾814 მილიონის საერთაშორისო აქციებში ინვესტირებით

ბირჟა

საქართველოს საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობა 4.2 მილიარდ ლარს აჭარბებს - ეს თითქმის 1.5 მილიონი საქართველოს მოქალაქის საპენსიო დანაზოგებს წარმოადგენს. ამ თანხიდან 814 მილიონი ლარი ($305 მილიონი დოლარი) განთავსებულია საერთაშორისო საფონდო ინდექსებში, რაც მთლიანი საპენსიო დანაზოგების პორტფელის 19.3%-ია. საუბარია ისეთ ინდექსებზე, როგორიცაა S&P 500; Vanguard FTSE და სხვები. რაც შეეხება ამ პორტფელის ამონაგებს ბოლო 6 თვეში, ყველაზე მაღალი 6.5%-იანი სარგებელი SPDR S&P 500 ETF Trust-ს დაერიცხა, ხოლო Vanguard FTSE Pacific ETF -ის ღირებულება პირიქით 1.73%-ით შემცირდა ბოლო 6 თვეში.

არსებული მდგომარეობით, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები სამ განსხვავებულ: დაბალრისკიან; საშუალორისკიან და მაღალრისკიან პორტფელებში, თუმცა იანვრიდან ძალაში შევა განახლებული კანონმდებლობა, რომლითაც ეს დანაზოგები კვლავ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში დაბრუნდება.

რომელ აქციებში არის ინვესტირებული 814 მილიონი ლარი და რა ამონაგები დაერიცხა მას ბოლო 6 თვეში:

გლობალური აქციები/ფონდები საინვესტიციო პორტფელის ზომა (მლნ ლარი) ზრდა/კლება ბოლო 6 თვეში
SPDR S&P 500 ETF Trust (SPY) ₾335 მილიონი 6.50%
Vanguard FTSE Pacific ETF (VPL) ₾152 მილიონი -1.73%
Vanguard FTSE Europe ETF (VGK) ₾143 მილიონი 1.12%
iShares Latin America 40 ETF (ILF) ₾68 მილიონი 4.49%
Vanguard FTSE EM Markets ETF (VWO) ₾ 100 მილიონი -1.39%
Franklin FTSE Canada ETF (FLCA) ₾15 მილიონი 2.15%
სრული პორტფელი ₾814 მილიონი 2.80%

ეს ინდექსები ჯამში 9,800-ზე მეტი კომპანიის აქციებს აერთიანებენ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები