მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა სარგებელი მიიღო სახელმწიფომ ბიზნესსახლის ასაშენებელი ფულით, რომელიც ბანკებში დევს?

5c57edba881c8
სალომე მეცხვარიშვილი
04.02.19 11:55
941
2016 წელს მთავრობის მიერ გაჟღერებული ბიზნესსახლის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა და პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა კომერციულ ბანკებში დეპოზიტზე დევს.

როგორც bm.ge-ის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აცნობეს, შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის მათ ჩაერიცხათ 61,012,000 ლარი. აღნიშნული თანხიდან, დღეის მდგომარეობით, ბანკებში არსებული დეპოზიტების ნაშთებია:

1. სს თი-ბი-სი ბანკი: 21,012,000 ლარი;
2. სს ლიბერთი ბანკი: 15,000,000 ლარი;
3. სს საქართველოს ბანკი: 12, 000,0000 ლარი;
4. სს ტერა ბანკი: 8,000,000 ლარი;
5. სს ბაზის ბანკი: 5,000,000 ლარი.

უწყების ინფორმაციით, ზემოაღნიშნული თანხები შესაბამის ბანკებში განთავსებული იქნა სხვადასხვა პერიოდებში.

სულ, დღეის მდგომარეობით მითითებული დეპოზიტებიდან ფონდის მიერ მიღებული სარგებელი შეადგენს 3,614,500 ლარს.

ბიზნესსახლის ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა, შედეგად, უწყებამ ის ხელახლა უნდა გამოაცხადოს.

ბიზნესსახლის პროექტი 2016 წელს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის პერიოდში დაანონსდა. ბიზნესსახლი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ახლებურ მოდელს წარმოადგენს, რომელიც ბიზნესისა და იურიდიული პირებისთვის, სხვადასხვა სამინისტროსა თუ სახელმწიფო უწყებაში გაფანტული სერვისების ერთ სივრცესა და ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე მიწოდებას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები