ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები ქართული ბიზნესისა და ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ახლა, როცა ეგრეთ წოდებული რუსული კანონი უკვე მიღებულია, დასავლეთისგან ჩვენთან ურთიერთობების გადახედვის საფრთხეც უკვე რეალურია, შესაბამისად, გადავწყვიტეთ სიუჟეტი მოგვემზადებინა იმის შესახებ თუ რა უპირატესობები მოაქვს ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობებს, რა სარგებელი მოგვიტანა DCFTA-ის ამოქმედებამ და რატომ უნდა შევინარჩუნოთ ეს კურსი.