მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სარგებელს მოუტანს ფრინველის ხორცის შესახებ რეგლამენტი ბიზნესს და მომხმარებელს?

5e4912fe0f5f5
ანა ციხისთავი
16.02.20 15:50
1496
2020 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგის განხორცილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ პროდუქტში წყლის შემცველობა 5%-ს არ აღემატება. გარდა ამისა, რეგლამენტის მიხედვით, დაფასოებული პროდუქტისთვის სავალდებულო გახდა პროდუქტზე წონის მაჩვენებლის მითითება.

რეგლამენტისა და მისი შედეგების შესახებ Bm.ge-სთან ნედლი ქათმის ხორცის მწარმოებელი კომპანიის "თელას" დამფუძნებელმა ლევან კეჩხუაშვილმა ისაუბრა. "კანონმდებლობაში ამ ცვლილების შეტანა ჩვენი, ბიზნესის, ინიციატივა იყო. აქამდე არსებულ პირობებში არაკონკურენტუნარიანები ვხდებოდით. პროდუქტი, რომელიც 30% წყალს შეიცავს, ჩვენს პროდუქტთან შედარებით, ბევრად უფრო იაფი ღირს, მომხმარებელს კი არ შეეძლო გარჩევა წყალს ყიდულობდა, თუ ხორცს და არჩევანს დაბალ ფასზე აკეთებდა", - აცხადებს კეჩხუაშვილი.

"თელას" დამფუძნებელი განმარტავს, რომ საკანონმდებლო ცვლილება მის კომპანიას არ შეეხო, რადგან "თელას" პროდუქციაში წყლის შემცველობა ისედაც 2.5-3% იყო.

"ეს ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ ქართულ წარმოებას შეუწყობს ხელს. წყლის შემცველობის პრობლემა ძირითადად გაყინულ პროდუქტს აქვს, ქართული წარმოების გაყინული პროდუქტი კი იშვიათია. რეგლამენტის შედეგი იქნება ის, რომ მომხმარებელს მიეცემა საშუალება, არ ჭამოს წყალი", - აღნიშნავს ლევან კეჩხუაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები