მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა სარგებლობა ჰქონდა პროგრამას "აწარმოე საქართველოში", სპეციალური კვლევა გამოავლენს

5b59b64104e41
თამუნა დემეტრაშვილი
26.07.18 15:52
766
როგორი იყო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" საგებლიანობა, ეს სპეციალური კვლევით გაირკვევა. კვლევის ჩატარებაზე ტენდერი გამოცხადდა, რაშიც 350 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს. კვლევის შედეგად ორი საკითხი უნდა გაირკვეს - რა სარგებელი მიიღეს მონაწილე კომპანიებმა და როგორი გავლენა ჰქონდა პროგრამას მის ბენეფიციარებსა და მთლიანად ეკონომიკაზე. ჯამში დაგეგმილია იმ 100 კომპანიის საქმიანობის შეფასება, რომლებთან ხელშეკრულების გაფორმებიდანაც 2 წელი, ან მეტი პერიოდი გავიდა. გარდა შეფასებითი ნაწილისა, კვლვა სარეკომენდაციო კომპონენტსაც მოიცავს, როგორც თავად კომპანიებისთვის, ისე პროგრამის საორგანიზაციო ნაწილის გაუმჯობესების კუთხით. კვლევის შეფასებითი ნაწილი მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს, რეკომენდაციები კი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მომავალი წლის მარტის ბოლომდე უნდა მოამზადოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები