მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სჭირდება განახლებადი ენერგიების დარგს განვითარებისთვის?

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, განახლებადი ენერგიის უდიდესი პოტენციალის გამოყენება, ტრანსპორტის და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურის განვითარება და ციფრული ბიზნესების მხარდაჭერა საქართველოს პროდუქტიულობისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღებას შეუწყობს ხელს.

ამ კვლევით IFC-იმ საქართველოს კერძო სექტორის მრავალმხრივი დიაგნოსტიკური შეფასება მოამზადა, რომელიც მიზნად ისახავს გამოავლინოს შესაძლებლობები და სირთულეები კერძო სექტორის ზრდის დასაჩქარებლად.

IFC-ის შეფასებით, დადებითი ტენდენციების მიუხედავად, სახეზეა რიგი სტრუქტურული გამოწვევები, მათ შორისაა, პროდუქტიულობის ზრდასთან და მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით. მართალია, ქვეყანაში ხელსაყრელი სამეწარმეო გარემოა შექმნილი, მაგრამ ციფრული სერვისების შედარებით დაბალი განვითარება, ბიზნესში ინოვაციური მიდგომების ფართო დანერგვას აფერხებს. კვლევა განსაზღვრავს იმ ძირითად დარგებს, რომლებსაც კერძო სექტორის განვითარების დაჩქარების პოტენციალი აქვს. კვლევაში ასევე აღნიშნული პოტენციალის ასათვისებლად საჭირო რეკომენდაციებია თავმოყრილი.

საქართველოს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს - 18 გიგავატი, საიდანაც მხოლოდ 20%-ზე ნაკლებია ათვისებული. ამ პერსპექტივის გამოსაყენებლად, IFC-ი ანალიზის მიხედვით, ქვეყანას სჭირდება მკაფიო პოლიტიკა, რეგულირებისა და ნებართვების სისტემა და სტიმულირების მდგრადი სქემები.

სტუმარი: მაია მელიქიძე - საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები