მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის? - ლევან სილაგავას პასუხი

64271fdbd6c88
ალა ისპირიანი
31.03.23 22:16
522
"საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია განჭვრეტადობა და სტაბილურობის შეგრძნება," - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა #წერტილში საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას ასევე განხილვების შედეგად მიღებული კანონები სჭირდება და "არა ერთ დღეში გამოსული".

„განვითარებისთვის საჭიროა, გრძელვადიანი სტრატეგიები ყველა მიმართულებით. ასევე საინვესტიციო გარემოს, ბიზნესის მუშაობას, განჭვრეტადობა სჭირდება- არა ერთ დღეში მიღებული, არამედ განხილვების შედეგად დამტკიცებული კანონები. ასევე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იგივე სამინისტროების საშუალო რგოლების ეფექტურობა, რადგან პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თუ ზემოთ არ ახვედი და პრობლემა იქ არ განიხილე ქვედა და საშუალო რგოლებში პრობლემები იჭედება.

ვისურვებდი, იგივე სამინისტროებში ყოფილიყო ასოციაციებთან ურთიერთობის რაღაც ხაზები, რადგან პრობლემები დარგობრივ ასოციაციებში იხარშება. შეიძლება სამინისტროებში თეორიული ცოდნა არსებობს, მაგრამ პრაქტიკული მაინც ასოციაციებში ხელშეწყობასთან დაკავშირებით უნდა იყოს და ამის მაგალითი დავინახეთ პანდემიის დროს, როდესაც დადგენილება ჩამოდიოდა და ხშირად გადახედვები ხდებოდა“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები