რა უნდა გაკეთდეს საქართველოში, სტარტაპებისთვის. საქართველო იმ განვითარებადი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც შესაძლებელია არა თუ ახალი სტარტაპების შექმნა, იდეის მოფიქრება და შემდგომ მისი დახვეწა, არამედ უკვე განვითარებად ქვეყნებში არსებული სტარტაპების გადმოქართულება და ჩვენს სისტემაზე მორგება.
IT სექტორი რომ იზრდება ყოველწლიურად, ამას ადასტურებს სტატისტიკაც. საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალი 2023 წელს 784 მილიონი დოლარი იყო, რაც 53%-იან ზრდას წარმოადგენდა. რომ შევადაროთ ქართული IT სექტორი, მეზობელი ქვეყნის, სომხეთის IT შემოსავლებს, სომხეთის ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკიდან ხდება ცნობილი, რომ გასულ წელს სომხეთის შემოსავალი IT და საკომუნიკაციო სერვისების მიწოდებიდან 51%-ით გაიზარდა და მან 1.07 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც საქართველოსთან შედარებით 293 მილიონი დოლარით უფრო მეტ შემოსავალს ნიშნავს.
რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ მეტი შემოსავლების გენერირებისთვის და სტარტაპ ეკოსისტემის სწრაფად განვითარებისთვის?
სტუმარი: გური ქოიავა - "აქსელისა" და "სტარტაპ ბიუროს" თანადამფუძნებელი;