მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სერვისებს აერთიანებს მონტესორი უნივერსი?

საქართველოში „მონტესორი უნივერსის“ სახელით პირველი მონტესორის საბავშვო ბაღი ამოქმედდა, რომელსაც უკვე პირველი აღსაზრდელებიც ჰყავს. ბაღის საქმიანობას საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი და მონტესორის სერტიფიცირებული პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს. როგორც ბაღის წარმომადგენლები BMG-სთან განმარტავენ, მონტესორის მეთოდოლოგიით ბავშვი სწავლების პროცესში ერთდროულად არის აღმომჩენი, მკვლევარი და მთავარი მოქმედი გმირი, ხოლო პედაგოგი – დამკვირვებელი და ბავშვის განვითარების მეგზური. „მონტესორი უნივერსის“ თანადამფუძნებლის, ნინო კიკნაძის თქმით, ბაღის მთავარი მისია მცირეწლოვნებში დამოუკიდებლობის, მოტივაციის, კონცენტრაციისა და სოციალური უნარების განვითარებაა. ბაღი უკვე 5 თვეა ოპერირებს და ათეულობით ბავშვის აღზრდაც უკვე აქტიურად დაწყებული აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები