აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია AGIC-მ 2020 წელს რთული პანდემიური მდგომარეობის მიუხედავად დაამატა ახალი ბიზნეს მიმართულება – „ეი ჯი აი სი აკადემია • AGIC Academy“. „ეი ჯი აი სი აკადემია“ იქნება ტრენინგებისა და ცოდნის გაზიარების სივრცე, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის სფეროს სპეციალისტების განვითარებას. სტანდარტული და გავრცელებული ტრენინგ კურსებისგან განსხვავებით, რასაც ზოგადად სთავაზობენ ბაზარზე აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიები, მოცემული აკადემიის მიზანი იქნება კონცენტრირება სპეციფიკურ დარგებზე და იმ ნიშებზე, სადაც უფრო მეტი საჭიროება იკვეთება ცოდნის მიღების კუთხით.
სტუმარი: გიგი მიქაბაძე - AGIC, დამფუძნებელი
სტუმარი: გიგი მიქაბაძე - AGIC, დამფუძნებელი