მედ დიაგნოსტიკა, რომელიც 2019 წლიდან, სამედიცინო ბაზარზე ფუნქციონირებს, მოსახლეობას მაღალი ხარისხის ლაბორატორიულ კვლევებს და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდით. ქვეყნის მასშტაბით „მედ დიაგნოსტიკა“ ატარებს მოლეკულურ-გენეტიკურ მეთოდზე დაფუძნებულ კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით: ონკოჰემატოლოგია, კლინიკური ონკოლოგია, რეპროდუქტოლოგია, მეან-გინეკოლოგია, ინფექციური დაავადებები, ფარმაკოგენომიკა, პრევენციული მედიცინა, პედიატრია, ნეონატოლოგია და ენდოკრინოლოგია. გუნდის მთავარ მიზანს წარმოადგენს რომ საქართველოში დანერგოს საერთაშორისო სტანდარტის მოლეკულურ-გენეტიკური კვლევები, რაც ქართველ ექიმებს მისცემს ზუსტ ინფორმაციას, რაც ხელს შეუწყობს და დაეხმარება მათ პაციენტის სწორ დიაგნოზირებასა და შემდგომი მკურნალობის დაგეგმვაში.
სტუმრები: ეკა ბახტაძე - "მედ დიაგნოსტიკა", მეან გინეკოლოგი;
თამუნა ასანიძე - "მედ დიაგნოსტიკა", სამედიცინო მიმართულების დირექტორი;