დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიული განყოფილება რეგიონის მოსახლეობას სრულფასოვან ნეიროქირურგიულ მომსახურებას სთავაზობს. ევექსის ჰოსპიტალში ამ მიმართულებით ურთულესი ოპერაციები ტარდება. ასევე, მოქმედებს ინსულტის ცენტრი, რომელიც საქართველოში პირველად სწორედ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ამავე ჰოსპიტლის ექიმების ძალისხმევით ამოქმედდა. აქტიურად ხორციელდება თავის, ზურგის ტვინის, ქალა-ფუძის სიმსივნეების ქირურგია, მიმართულებას კი სათავეში უდგას ევროპის ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრი, იაკობ ცერცვაძე.
სტუმარი: იაკობ ცერცვაძე - დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი;