ახალი წლის დადგომასთან ერთად, საქართველოში ახალი ტრენინგ-ცენტრი გამოჩნდა, რომელიც, სკოლის მოსწავლეებისთვის პროფესიული გზის გაკვალვას ისახავს მიზნად. SkillCraft Academy - ასე ჰქვია ახალ ცენტრს, რომელიც პრაქტიკული ტრენინგებითა და ვორქშოპებით სკოლის მოსწავლეებს კარიერული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. როგორც კომპანიაში ამბობენ, მასტერკლასებს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები გაუძღვებიან, რომლებიც მოსწავლეებს კონკრეტულ პროფესიაში არსებულ გამოწვევების, მოსალოდნელი ანაზღაურების და პირადი და სამუშაო ბალანსის შესახებ მოუყვებიან.
რატომ გადაწყვიტეს დამფუძნებლებმა ტრენინგ-ცენტრის ჩამოყალიბება და როგორ შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს გაწევრიანება?
სტუმრები: გიორგი არონია - საქმიანი საღამო/ტექინფორმი, თანაავტორი;
ირაკლი კიკორია - Skillcraft Academy-ის თანადამფუძნებელი;