საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს განცხადებით, “რა სფეროებით დაინტერესდებიან საქართველოში ებრაელი ინვესტორები, ეს მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია”.
ამის შესახებ იციკ მოშემ bm.ge-ის საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმზე განუცხადა.
მისი თქმით, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში ისრაელიდან შემოსული ინვესტიციების მაჩვენებელი დაუბრუნდეს 10 წლის წინანდელ ნიშნულს, როცა ისრაელი საქართველოს წამყვანი ბიზნეს პარტნიორი იყო.
კითხვას - რომელი სექტორებია საქართველოში ებრაელი ინვესტორებისთვის ყველაზე მეტად მიმზიდველი, იციკ მოშემ შემდეგი პასუხი გასცა:
“ისრაელისთვის მსოფლიოში ყველა ქვეყანა ღიაა. რა სფეროში იმუშავებენ საქართველოში ებრაელი ინვესტორები ეს მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელ სფეროში უნდა ინვესტიციების მიღება ისრაელიდან. ისრაელის ინვესტორები არ ინტერესდებიან არცერთი ქვეყნით, თუმცა საქართველოს მხრიდან მუშაობის შედეგად, შეიძლება ყველა სფეროში მოიზიდოთ ისრაელიდან ინვესტიციები“, - განაცხადა იციკ მოშემ.

























