კოვიდშეზღუდვების მოხსნასთან და ინფიცირების სტატისტიკის გაუმჯობესებასთან ერთად ვითარება უკეთესობისკენ იცვლება ბიზნეს სექტორშიც, განსაკუთრებით ეს სამომხმარებლო ბაზარს, კონკრეტულად კი საყოფაცხოვრებო და ტექსინიკის მაღაზიებს დაეტყო. თუმცა ონლაინ ვაჭრობიდან ფიზიკურზე გადმოსვლა, ელექტრონულ კომერციას დარტყმას ვერ აყენებს. მიზეზი მარტივია, ქართველი მომხმარებლები ონლაინ ვაჭრობას მიეჩვივნენ და მათი ქცევაც ბოლო ორ წელშიც შეცვლილია.