მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგები აქვს სემეკის მიერ მელიორაციის სექტორის რეგულირებას?

მელიორაციის სექტორი უკვე 2 წელია სემეკის რეგულირების ქვეშაა. ჯერ კიდევ 2023 წელს დამტკიცდა საირიგაციო წყლის მიწოდების წესები, გასულ წელს კი მელიორაციის კომპანიის მიერ პირველად გამოქვეყნდა წყლის მიწოდების რეჟიმები. დამტკიცებულია „საქართველოს მელიორაციის“ აღრიცხვის სისტემის გამრიცხველიანების გეგმა, რომლის ფარგლებში აღირიცხება როგორც არაპირდაპირი, ისე პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული წყლის რესურსი, რომელიც შემდგომ საფუძვლად დაედება მელიორაციის სექტორში ახალ სატარიფო გაანგარიშებას.დღეს მოქმედი ტარიფები ირიგაციაში მხოლოდ ფერმერებისთვისაა განსაზღვრული. მიუხედავად იმისა თუ რამდენს მოიხმარს ცალკეული ფერმერი, ის ფიქსირებულად 75 ლარს იხდის.

რეგულირების ახალი ჩარჩოს ამოქმედების შემდეგ, წესები მელიორაციის ყველა სექტორზე გავრცელდება. აღსანიშნია, რომ 2025 წლის საირიგაციო წყლის მიწოდების რეჟიმები უკვე გამოქვეყნებულია, რომლის დამტკიცების შემდეგ განისაზღვრება სად, როდის და რა რაოდენობის წყალი მიეწოდება ფერმერებს. რა შეიცვალა ფერმერებისთვის რეგულირების დაწყებიდან დღემდე, რა სიახლეები ამოქმედდა და რა გამოწვევებია არსებობს სექტორში?

სტუმარი: ვანო მეჭურჭლიშვილი - სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები