მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 35,6 მილიონი დოლარის ღირებულების 5 308 ტონა თხილი გავიდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 1 მილიონი დოლარით და 2168 ტონით შემცირდა. მთავარი საექსპორტო ბაზრები ქართული თხილისთვის ესპანეთი, რუსეთი და სომხეთია.
დარგობრივი სამინისტროს ინფორმაციით, წელს თხილის როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. რაც შეეხება ფასს, მიმდინარე წელს, საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, მათი ინფორმაციით, დაახლოებით 30-40% მაღალია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. შესაბამისად სამინისტრო ელის, რომ წელს მეთხილე ფერმერების შემოსავალი 250 მლ ლარზე მეტი იქნება.
სტუმარი: მერაბ ჭითანავა - თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე,