ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის და მთელი 2023 წლის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 1.15%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 39.75 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.95 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 25%-ია. ერთწლიან ჭრილში ზრდა 53%-ია.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 1.57%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 28.30 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.56 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში "თიბისის" აქციების ფასი 18.2%-ითაა გაზრდილი. ერთწლიან ჭრილში ზრდა 24.7%-ია;
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 0.6%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.22 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 476 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციების ფასი 21.7%-ითაა გაზრდილი. ერთწლიან ჭრილში ზრდა 40%-ია.
წყარო - Galt & Taggart