მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგებით დაასრულა „კულამ“ 2022 წელი?

63c11e31507fd
მარიამ დემეტრაშვილი
13.01.23 22:23
654
2022 წელს კომპანია „კულას“ მოგება გასულ წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა. ამის შესახებ BMG-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ვანო გოგლიძემ უთხრა.

გასულ წელს „კულამ“ 45 000 ტონა ნედლეული გადაამუშავა და ერთი ახალი საწარმო გახსნა.

„ჩვენი კომპანიისთვის 2022 იყო გამოწვევების და ამავდროულად, კარგი შედეგების წელი. გამოწვევები დაკავშირებული იყო ცუდ კლიმატურ პირობებთან და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდასთან. მიუხედავად ამისა, კომპანიამ წელი მაინც მოგებით დაამთავრა.

წინა წელთან შედარებით, დაფიქსირდა 20%-იანი ზრდა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ვაშლის უხვი მოსავლით. წლის განმავლობაში დაახლოებით 45 000 ტონა ნედლეული გადავამუშავეთ, მათ შორის 30 000 ტონა ვაშლი იყო“, - თქვა ვანო გოგლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები