აგვისტოს მიწურულს აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გაზრდილი ტურისტული ნაკადებისა და სტატისტიკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლევანდელ სეზონზე გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობა როგორც ზღვისპირა ქალაქებში, ისე მაღალმთიან აჭარაში.
რიჟვაძის განცხადებით, ტურისტული ნაკადები გასულ წელთან შედარებით 56%-ით 2019 წელთან შედარებით კი 24 %-იან ზრდას აჩვენებდა. მათივე ცნობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილია საერთაშორისო ფრენები. 7 თვის მონაცემით, 1 436 საერთაშორისო ფრენა შესრულდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +9.7%-იან ზრდას ნიშნავს. ვინ ჩამოვიდა წელს საქართველოში დასასვენებლად?
სტუმარი: ვახტანგ ქართველიშვილი - „თრეველ ჯორჯია ვან“, ბიზნეს დეველოპერი;