მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შედეგი დადგა ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროსთან შერწყმით?

5af9a4f635068
სალომე მეცხვარიშვილი
14.05.18 18:58
800
რა შედეგი დადგა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელთა მიხედვითაც რეორგანიზაცია განხორციელდა და რამდენიმე სამინისტრო ერთმანეთს შეერწყა - ამ შეკითხვით კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს გიორგი ჩიქოვანს მიმართა.

ჩიქოვანის თქმით, მას თან კონკრეტული რიცხვები არ აქვს, თუმცა, თანხების დაზოგვა ნამდვილად მოხდა.

"თან არ მაქვს რიცხვები, თუმცა, შემიძლია შემდეგი შეხვედრისთვის გადმოგცეთ ამ სინერგიით რა შედეგი მიიღწა სამინისტროში, რა თანხები დაიზოგა და ეს ნადმვილად ასეა. მე მაგალითად, როგორც ყოფილი ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომელი, გეტყვით, რომ ჩემს სექტორში ძალიან მნიშვნელოვანი სინერგიაა. მაგალითად ენერგოეფექტურობის კანონზე მუდმივად იყო ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დებატები და ვერ მივდიოდით შეთანხმებადე. თუმცა, დღეს ბევრად მარტივად ხდება ამის მოგვარება. ენერგეტიკის სექტორში მიღებული გადაწყვეტილებები, არამხოლოდ ენერგეტიკის სექტორისთვის მიიღება, არამედ ითვალისწინებს მთლიან ეკონომიკურ სურათს და უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება ხდება",- აცახდებს გიორგი ჩიქოვანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები