მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგით დასრულდა Aric group-ის შეხვედრა დავითაშვილთან - გაგრძელდება თუ არა 10-მლნ-იანი პროექტი?

61eaad3e90b6a
მარიამ ვარადაშვილი
21.01.22 18:00
626
ირანულ-ქართული საინვესტიციო ჯგუფი Aric Group უკვე მეშვიდე წელია აგროკულტურების განვითარებაზე მუშაობს. ინვესტორებს კახეთში, სოფელ იორმუღანლოში ფისტას, ნუშის და კაკლის ბაღებთან ერთად, ვენახებიც აქვთ. მოსავლის გადამუშავებისთვის კი კომპანიას საწარმოს მშენებლობა სურს, თუმცა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ინვესტორისთვის შესაბამისი მიწის ნაკვეთის გამოძებნა ვერ მოხერხდა.თავდაპირველად  კომპანიას მუნიციპალიტეტმა შესთავაზეა კონკრეტული ტერიტორია, თუმცა დამატებითი ვალდებულებებით, რომ მათივე ხარჯებით მიმდებარედ სპორტული ინფრასტრუქტურაც განევითარებინათ,თუმცა ეს დათქმა "არიკ ჯგუფისთვის" მიუღებელი აღმოჩნდა, ამიტომ დაიწყო მიწის მოძიების ხელახალი პროცესი. 

19 იანვარს კომპანიის წარმომადგენელმა გიორგი თაბუაშვილმა BMG-ს უთხრა, რომ გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობისთვის, რომლის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 10 მილიონი ლარია, საჭირო მიწის საკითხზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისგან თანხმობა მიღებული არ ჰქონდათ. მისივე თქმით, ამ საკითხზე სოფლის მეურნეობის მინისტრ, ლევან დავითაშვილთან შეხვედრა დაიგეგმა, რომელშიც მონაწილეობას როგორც კომპანიის წარმომადგენლები, ასევე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი მიიღებდნენ.

BMG დაინტერესდა, რა შედეგით დასრულდა შეხვედრა, თუმცა კომპანიაში კომენტარი არ გააკეთეს. რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, უწყებაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ "არიკ ჯგუფს" მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციაში ეხმარებიან, თვითმმართველი ერთეული კი მზად არის, კომპანიას მიწას გამოუძებნოს. 

 Aric Group საწარმოს ასაშენებლად მიწას ეძებს – რა აფერხებს ინვესტორს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები