მაისი უძრავი ქონების სექტორისთვის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თვე იყო. მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო კერძო სექტორი ამბობს, რომ ჩაიშალა არაერთი მსხვილი გარიგება და გადავადდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე. გარკვეული გაურკვევლობები გაჩნდა უცხოელ ინვესტორებშიც.
სტუმარი: ლეო ჩიქავა - „კოლიერს ჯორჯიას“ კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელი;