მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგით დასრულდა ქართული ღვინის კომპანიებისთვის Foodex Japan 2023-ში მონაწილეობა?

BM.GE
13.03.23 11:07
258
გასულ კვირას ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლები აშშ-ის და იაპონიის გამოფენებზე იმყოფებოდნენ. „Vinexpo New York“-ში 26 ქართული კომპანია იყო, რომლებმაც საკუთარი პროდუქცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით წარადგინა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ბოლო წლებში, სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, რაც კონკრეტულ შედეგებზე აისახა. ბოლო 8 წელია, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე სტაბილურად მზარდია: 2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო ისტორიული მაქსიმუმი, 1 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რაც თითქმის 28%-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 


ამერიკის გარდა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია იმყოფებოდა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, სადაც მიმდინარე კვებისა და სასმელების გამოფენა „Foodex Japan 2023“ -ში იღებდნენ მონაწილეობას. იაპონიაც ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. განხორციელებული აქტივობების შედეგად, იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია; 2022 წლის მონაცემებით, საქართველოდან იაპონიაში 231 ათასი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 68%-ით მეტია. 

რა მნიშვნელობა აქვს მსგავსს გამოფენებში მონაწილეობას კომპანიებისთვის?

სტუმარი: ირაკლი ბოკუჩავა - "თელიანი ველის" კომერციული დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები