მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგს მოიტანს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა?

BM.GE
02.11.22 10:41
257
კომუნიკაციების კომისიამ ევროპელ ექსპერტებთან ერთად საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის სრულფასოვანი კვლევის პროექტზე მუშაობა დაიწყო. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით ხორვატი, ბელგიელი, სლოვენიელი და ბრიტანელი ექსპერტების ჯგუფი ეწვია, რომლებიც კომისიის გუნდთან ერთად ევროკომისიის მიერ დადგენილი ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების მიხედვით მობილური და ფიქსირებული მომსახურებების საცალო და საბითუმო სეგმენტებზე, ეკონომიკური, სამართლებრივი და ტექნიკური მიმართულებით ანალიზს ჩაატარებენ. 

კვლევის ფარგლებში, უნდა შეფასდეს ტელეკომ ბაზარზე არსებული კონკურენცია, დადგინდეს შესაბამისი ბაზრები და საჭიროების შემთხვევაში კომპანიებისთვის სპეციფიკური ვალდებულებები განისაზღვრება. თავის მხრივ კვლევის მიზანია, ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრებზე შესვლის ბარიერები მოიხსნას და გაიზარდოს კონკურენცია. 

ტელეკომ ბაზარზე არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის შესწავლის მიზნით, კვლევის ფარგლებში ექსპერტები ტელეკომ ოპერატორებს შეხვდნენ, მათ შორის სამუშაო შეხვედრები გაიმართა „ბილაინის“, „სქაიტელის“, „მაგთიკომის“, „სილქნეტის“, „ახალი ქსელების“, „კავკასუს ონლაინის“, „ოუფენ ნეტის“, მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციისა, MVNO ასოციაციის წარმომადგენლებთან და მომხმარებელთა უფლებების დამცველთან.

სტუმარი: უჩა სეთური - “მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები