რა წილი მოდის მათგან რუსეთის და ბელარუსიის მოქალაქეთა მიერ რეგისტრირებულ ახალ კომპანიებზე ამ თემაზე მონაცემები ბმჯ-იმ იუსტიციის სამინისტროდან გამოითხოვა თუმცა თითქმის 1 თვეა მათგან პასუხი არ მიგვიღია, რითაც ცხადია უწყებამ საჯარო ინფორმაციის მიწოდების ვადები დაარღვია.
საქსტატის ანგარიშიდან კი ირკვევა, რომ 2022 წლის მარტში საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობით 147 კომპანია დარეგისტრირდა, მთლიანად პირველ კვარტალში კი 191 რუსული ბიზნესი. შედარებისთვის პანდემიურ 2020 და 2021 წლებში პირველ კვარტალში ორჯერ ნაკლები რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ხოლო 2019 წლის l კვარტალში ეს მონაცემი 222 იყო, რაც წლევანდელთან შედარებით 16%-ით მეტია.
პირველ კვარტალში საქართველოში ბელარუსის მოქალაქეებმა 77 კომპანია დააფუძნეს, შედარებისთვის 2021 წელს ეს 2 იყო, 2020-ში კი 5 კომპანია.
უკრაინის მოქალაქეებმა პირველ კვარტალში 40 ფირმა დააფუძნეს, წლიურად ეს რაოდენობა 4 კომპანიით არის გაზრდილი.
რა ასახვა ჰპოვა ამან საოფისე ფართების გაქირავებაზე და როგორ შეიცვალა ფასები?