მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეიცვლება, თუ მინიმალური ანაზღაურების სისტემაზე კერძო კლინიკებიც გადავა? - კოკა ფრუიძის მოსაზრება

62eace262bae1
ალა ისპირიანი
04.08.22 00:45
1190
პირველი აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდა. რა შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორიც გადავა ამ სისტემაზე? ამ კითხვას გადაცემა "ანალიტიკაში" „კონსილიუმ მედულას“ წარმომადგენელმა, კოკა ფრუიძემ უპასუხა. 

როგორც ფრუიძემ აღნიშნა, ეს ნაბიჯი არც დრამატულად ცუდ და არც კარგ ცვლილებას არ გამოიწვევს. თუმცა, მისივე თქმით, კერძო კლინიკების მთავარი ამოცანაა, პერსონალის ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეთ, რადგან ეს ხარისხთან უშუალო კავშირშია.

„[ანაზღაურების მინიმალური ზღვრის] შემოღების შემთხვევაში გადათამაშებები მოგვიწევს. სახელმწიფოს აქვს უფლება, თუ თვითონ იხდის ფულს, რაღაც პირობა ჩადოს. მიმაჩნია, რომ ამან დრამატულად არც ცუდი და არც კარგი ცვლილება არ უნდა გამოიწვიოს. მე მგონი დღევანდელ სიტუაციაში ეს არაფერს არ შეცვლის.

მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენ პერსონალს ღირსეული ანაზღაურება მივცეთ, რადგან ეს ხარისხთან უშუალოდ არის დაკავშირებული. დღეს, რომ ვლაპარაკობთ ჩვენი ექთნები და ექიმები 3-5 ადგილას მუშაობენ, რომ რაღაც ხელფასი აიღონ, ეს მომსახურების ხარისხის კუთხით ხარვეზია. ადამიანი, რომელიც თვეში 8 მორიგეობის მაგივრად 20-ს მუშაობს, მას როგორი მომსახურების ხარისხი უნდა ჰქონდეს პაციენტთან.", - ამბობს კოკა ფრუიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები