მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეიცვლება ტყის კოდექსში?

5bec2a3306e13
BM.GE
14.11.18 19:20
702
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებები შედის. ცვლილებათა პაკეტს პარლამენტში ამ ეტაპზე განიხილავენ.

კანონპროექტის თანახმად, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საშტატო რიცხოვნობა შემცირდება 459 ერთეულით, რომელთა სახელფასო ფონდი შეადგენდა 3 882 600 ლარს. ცვლილებების მიხედვით, იგივე ოდენობითაც გაიზრდება ზედამხედველობის დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა, მაგრამ სახელფასო ფონდი ზედამხედველობის დეპარტამენტში განისაზღვრება 6 024 000 ლარით, შესაბამისად, სხვაობა შრომის ანაზღაურების ნაწილში შეადგენს 2 141 400 ლარს. ამდენად, საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

„მიზეზი, რამაც ეს ცვლილებები განაპირობა მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს უფრო ეფექტური ზედამხედველობა ტყის დაცვაზე და იმ დარღვევებზე, რომელიც ტყეში ხდება. დღესდღეობით ამას ახორციელებს რამდენიმე უწყება. უფრო ეფექტურად რომ მოხდეს ამ ფუნქციის განხორციელება, სატყეო სააგენტოდან ტყის მცველების შტატები გადადის ზედამხედველობის დეპარტამენტში და შესაბამისად, ერთი უწყების ქვეშ იქნება მოქცეული მთლიანად ტყეზე კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქცია. ეს იწვევს ბიუჯეტში ცვლილებებს, რადგან 459 შტატი გადადის ახალ უწყებაში - ზედამხედველობის დეპარტამენტში. უნდა აღინიშნოს, რომ დაცული ტერიტორიები, რა თქმა უნდა, ცალკე დარჩება“, - ამბობს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები