საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები“ დაამტკიცა, რომელიც ძალაში 24 ნოემბრიდან შევიდა. უწყების ცნობით, სურსათის უვნებლობის სამსახურის გარდა, სკოლის კვების ობიექტს მონიტორინგს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი გაუწევს, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მოსწავლეებით, მშობლებით, მასწავლებლებით, სკოლის ექიმი/ექთნითა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით. ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ სასკოლო კვების მიმართულებით ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და სამუშაო პროცესი გაგრძელდება.