მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეიცვლება სახელმწიფო პროგრამაში - აგროდაზღვევის სტიმულირებისთვის პოლისების ღირებულება გადაიხედება

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები იგეგმება. როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ საფინანსო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სოფლის განვითარების სააგენტო აღრიცხვიანობის მოწესრიგების და მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის ახალი პროგრამულ გადაწყვეტილებაზე მუშაობას. მინისტრის მოადგილის თქმით, ტენდენცია აჩვენებს, რომ მაღალრისკიან არეალებში აგროდაზღვევის პროდუქტი პოპულარულია, თუმცა იქ, სადაც რისკი დაბალია, აგროდაზღვევაზე მოთხოვნა იკლებს. რამდენიმე კვირის წინ აგროდაზღვევის პროგრამაში ხარვეზებზე აუდიტის სამსახურის დასკვნაც გამოქვეყნდა, რომელშიც უწყება მიუთითებდა, რომ პრობლემებია სადაზღვევო შემთხვევების სრული და ზუსტი აღრიცხვის, სადაზღვევო პოლისების დროული სუბსიდირების, სადაზღვევო მომსახურებით ბენეფიციართა კმაყოფილების უზრუნველყოფის ნაწილში. აგროსექტორში დასაქმებულები სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებული აგროდაზღვევის გამოუყენებლობის მიზეზებზე საუბრისას მიუთითებენ, რომ კრიტერიუმები მოსარგებლეებისათვის შესაცვლელია.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები