მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შეკითხვები აქვთ ეკონომიკის მინისტრთან კანონმდებლებს?

5cf93ffb628f7
ელენე გოგბერაშვილი
07.06.19 09:50
940
დღეს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას მოუსმენენ.

კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას თქმით, თურნავას კომიტეტში მისვლის მიზეზი მისი, როგორც ეკონომიკის მინისტრის ხედვების გაცნობაა, თუმცა ბოლო პერიოდში ბევრი აქტუალური საკითხი დაგროვდა, რაზეც მინისტრს პასუხების გაცემა მოუწევს და სავარაუდოდ, დრო მისი ეკონომიკური ხედვების მოსასმენად აღარ დარჩება. თუ მინისტრის მოსმენა სწორედ ამ სცენარით განვითარდა, რომან კაკულია არ გამორიცხავს, ნათია თურნავას პარლამენტში მისვლა კიდევ ერთხელ მოუწიოს.

"ძირითადად თავი მოვუყარეთ იმ შეკითხვებს, რომელიც აქტუალური გახდა უკანასკნელ პერიოდში წამოწეული. ამიტომ ერთის მხრივ, ეს მთლიან შინაარსს ალბათ დროის სიმცირის გამო დააზიანებს. უფრო სხვა საუბარი მინდოდა მინისტრთან, მისი ხედვებზეა საუბარი. ისეთი თემებია წამოწეული, როგორიცაა პანკისი, მაღაროელების თემა, ფოთის პორტის თემა, "ინტერ–რაოს" თემა. ოპოზიცია არ გაუშვებს შანსს ხელიდან და ეს საკითხები დროის დიდ ნაწილს წაიღებს, შესაბამისად, ნაკლებია მინისტრის ხედვის გაგების შესაძლებლობა. ალბათ, გამეორება მოუწევს ამ შეხვედრის, მისი ხედვის ნაწილში", - აცხადებს bm.ge-თან რომან კაკულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები