მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი აქვს Elbit-ის და "საპარტნიორო ფონდის" დაფუძნებულ საავიაციო ნაწილების ქარხანას?

5f7c656dd3089
შოთა ტყეშელაშვილი
06.10.20 17:14
1691
საქართველოს მთავრობის კუთვნილი "საპარტნიორო ფონდის" და ებრაული ტექნოლოგიური კომპანია Elbit-ის თანადაფინანსებით, $93-მილიონიანი ინვესტიციით 2018 წელს თბილისში საავიაციო ნაწილების საწარმო გაიხსნა. კომპანიამ 2019 წლის დასაწყისში Boeing-ის სერტიფიცირება გაიარა და ნაწილების ლიცენზირებული მიმწოდებლის სტატუსი მიიღო. 

საწარმოს იურიდიული სახელია სს "აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)" და ის ეტაპობრივად საკუთარი წარმოების ზრდას გეგმავს. არსებული გეგმის მიხედვით, კომპანია წლიურად $60 მილიონის გაყიდვებზე უნდა გავიდეს. 

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე ცნობილი გახდა თუ რა იყო კომპანიის შემოსავალი 2019 წელს. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს საწარმოს ბრუნვა 12,176,331 ლარი იყო და კომპანიაში 170 ადამიანი იყო დასაქმებული.

2020 წლის დასაწყისში ქარხნის 33%-იანი წილის მფლობელის, "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ Elbit-ი ფონდის ვალდებულების დაგეგმილზე სწრაფ გამოსყიდვას გეგმავს. 

"მიდის საუბარი, რომ დროზე ადრე თავისი ვალდებულება გამოიყიდოს ისრაელის კომპანია Elbit-მა და ა.შ," - განაცხადა 2020 წლის თებერვალში განაცხადა დავით საგანელიძემ.

თავის მხრივ, საწარმოს მიერ გამოშვებული ძირითადი პროდუქცია სამოქალაქო ავიაციისთვის არის განკუთვნილი. საუბარია კომპოზიტურ (ნახშირბადისა და პოლიმერული მასალების) ნაწილებზე, რომლებიც თვითმფრინავის ფიუზელაჟის ელემენტებს წარმოადგენენ. კომპანია Boeing-ის არაერთი მოდელის თვითმფრინავის ძირითადი ელემენტები ალუმინის ნაცვლად სწორედ კომპოზიტური ნაწილებისგან მზადდება. როგორც ცნობილია საწყის ეტაპზე საქართველოში არსებული საწარმო სწორედ ამ Boeing-ის თვითმფრინავების კონსტრუქციისთვის უშვებს ნაწილებს.

საჯაროდ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საწარმოს აქტივების ჯამური ღირებულება 151.4 მილიონ ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები