მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი აქვს Nestle-ს საქართველოში?

630b287db159d
BM.GE
28.08.22 12:32
1466
საკვები პროდუქტების, შოკოლადის, ყავის, ბავშვთა კვებისა და მინერალური წყლების ერთ-ერთმა უმსხვილესმა გლობალურმა მწარმოებელმა Nestle-მ საქართველოში მისი შვილობილი კომპანიის - “ნესტლე საქართველოს” ფინანსური ანგარიშგება გაასაჯაროვა.

“ნესტლე საქართველო” ქვეყანაში Nestle-ს პროდუქციის საბითუმო ვაჭრობით არის დაკავებული. 2021 წლის განმავლობაში კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა 53.4 მილიონი ლარი შეადგინა. შემოსავლის ეს მოცულობა 2020 წელთან შედარებით 11.4 მილიონი ლარით მეტი იყო. ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის გაყიდვების მთავარი მიმართულება ნესკაფეს ბრენდის ყავებია, რის შემდეგაც საკონდიტრო ნაწარმის გაყიდვები მოდის.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, “ნესტლე საქართველოს” 2021 წელს 3.7 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა.

ანგარიშის მიხედვით, “ნესტლე საქართველოს” გაყიდვები 72.7 მილიონ ლარს შეადგენდა, რასაც გამოაკლდა “ცვალებადი ანაზღაურება” 19.3 მილიონი ლარის ოდენობით, რაც დაბრუნებებს, სხვადასხვა ფორმის ფასდათმობებს და თაროზე განთავსების ხარჯებს მოიცავს. ამ ხარჯების გამოკლებით, კომპანიის შემოსავალი საქართველოში რეალიზაციიდან 53.4 მილიონი ლარი იყო.

შვეიცარული გიგანტის მთლიანი შემოსავალი 2020 წელს $94 მილიარდ დოლარს შეადგენდა, შესაბამისად, საქართველოს ბაზარი Nestle-ს შემოსავლის მხოლოდ 0.02%-ს შეადგენს.

Nestle ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა - KitKat, Nescafe, Nespresso, Nesquik-ი და სხვა. კომპანია მსოფლიოს 189 ქვეყანაში ოპერირებს; მასში დასაქმებულთა რაოდენობა კი, 330,000-ს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები