მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი აქვს Nestle-ს საქართველოში?

5e0f33d160ca0
შოთა ტყეშელაშვილი
03.01.20 18:33
3324
საკვები პროდუქტების, შოკოლადის, ყავის, ბავშვთა კვებისა და მინერალური წყლების ერთ-ერთმა უმსხვილესმა გლობალურმა მწარმოებელმა Nestle-მ საქართველოში მისი შვილობილი კომპანიის - “ნესტლე საქართველოს” ფინანსური ანგარიშგება გაასაჯაროვა.

“ნესტლე საქართველო” ქვეყანაში Nestle-ს პროდუქციის საბითუმო ვაჭრობით არის დაკავებული. 2018 წლის განმავლობაში კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა 51,103,724 ლარი შეადგინა.

მოგება-ზარალის უწყისის მიხედვით, შემოსავლის ეს მოცულობა 2017 წელთან შედარებით 2,759,230 ლარით მეტი იყო. მთლიანობაში 2018 წლის განმავლობაში “ნესტლე საქართველოს” წმინდა მოგებამ 2,829,012 ლარი შეადგინა.

შვეიცარული გიგანტის მთლიანი შემოსავალი 2018 წელს $94 მილიარდ დოლარს შეადგენდა, შესაბამისად, საქართველოს ბაზარი Nestle-ს შემოსავლის მხოლოდ 0.02%-ს შეადგენს.

Nestle ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა - KitKat, Nescafe, Nespresso, Nesquik-ი და სხვა. კომპანია მსოფლიოს 189 ქვეყანაში ოპერირებს; მასში დასაქმებულთა რაოდენობა კი, 330,000-ს აჭარბებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები