მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შემოსავალი აქვს "სვისოტელ" თბილისს

სვისოტელი

Swissôtel-ი თბილისში 2024 წლის მარტში გაიხსნა. სასტუმრო კომპანია "მაქრო ჯგუფის" 50 მილიონი დოლარის ინვესტიციით აშენდა და ის 130 ნომერს აერთიანებს.

კომპანია "მაქრო ტურიზმის" საკუთრებაში თბილისში ორი სასტუმრო - Swissôtel-ი და 102-ნომრიანი Mercure Tbilisi-ი შედის. კომპანიამ 2024 წლის ანგარიში უკვე გამოაქვეყნა, რომელშიც ორივე სასტუმროს შემოსავლები არის ასახული. ანგარიშის თანახმად, ჯგუფის შემოსავლები ასე ნაწილდებოდა:

  • Swissôtel - ამონაგები ოთახებიდან 8.2 მილიონი ლარი, ამონაგები საკვების და სასმლის რეალიზაციიდან 4.2 მილიონი ლარი;
  • Mercure Tbilisi - ამონაგები ოთახებიდან 6.6 მილიონი ლარი, ამონაგები საკვების და სასმლის რეალიზაციიდან 5.4 მილიონი ლარი;

ჯამურად კომპანია "მაქრო ტურიზმის" შემოსავალი გასულ წელს 26 მილიონ ლარს შეადგენდა, მოგება კი 5.9 მილიონი ლარი იყო.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ბიზნესმენი ემინ უჩარი, რომელიც საქართველოს და თურქეთის ორმაგი მოქალაქეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები