მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი ჰქონდა Silknet-ს 2022 წელს?

6475b4d45b0d6
მარიამ ვარადაშვილი
31.05.23 00:00
1335
2022 წელს Silknet-ის შემოსავალი 14%-ით [59.5 მლნ ლარით] 473 მლნ ლარამდე გაიზარდა.

TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა კომპანიის გასული წლის მაჩვენებლებს ეხება, რომლის თანახმადაც შემოსავლების თითქმის 60% მობილურ მომსახურებაზე მოდის და ზრდა წინა წელთან შედარებით 22.6%-ია. კომპანიის შემოსავლებში კიდევ ორ მნიშვნელოვანი კატეგორია ფიქსირებულ ინტერნეტი და ტელევიზია გასულ წელს 12.2% და 9.7%-ით გაიზარდა.

TBC Capital-ის თანახმად, შემოსავლების ზრდა ძირითადად კომერციულ შემოსავლებს უკავშირდება. ამასთან, 2022 წელს განსაკუთრებული ზრდა აჩვენა მობილური მომსახურების სეგმენტმა, რადგან მნიშვნელოვნად გაიზარდა აბონენტების რაოდენობა. კერძოდ, გასული წლის ბოლოსთვის აბონენტების რაოდენობა წლიურად 4.5%-ით გაიზარდა და 2022 წლისთვის თითქმის 1.8 მლნ მიაღწია. Silknet-ის გარდა, მობილური აბონენტების რაოდენობა თითქმის 5.4 მლნ-მდე არის გაზრდილი სხვა კომპანიების შემთხვევაშიც და აქ წლიური ზრდა 4.1%-ს შეადგენს. ასევე გაზრდილია Silknet-ის ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა თითქმის 8%-ით და 2022 წლისთვის 324 ათას შეადგენს.

ამას გარდა, Silknet-მა 2022 წელს მობილური მომსახურების პაკეტებში ცვლილება ორჯერ შეიტანა. კერძოდ, კომპანიამ პირველად პაკეტები თებერვალში დააკორექტირა, მეორედ კი ივლისში. აგვისტოში კი შეცვალა ფიქსირებული და მობილური ინტერნეტის ფასი. TBC Capital-ის შეფასებით, ტურიზმის აღდგენა და მიგრანტების შემოსვლას პოზიტიური გავლენა ჰქონდა 2022 წლის შემოსავლების ზრდაზე.

2022 წელს Silknet-მა ასევე გაიზარდა ბაზარზე საკუთარი წილი. კომპანიამ ორივე მნიშვნელოვან სეგმენტში მობილური მომსახურების და ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე წილი გაიუმჯობესა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები